კასპში დევნილ 6 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა
კასპის მუნიციპალიტეტში მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი 6 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა.
შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ამირან ქრისტესიაშვილი და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი, ბესარიონ სიმონიშვილი იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ესტუმრნენ და საცხოვრებელი ფართების დაკანონების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
“იძულებით გადაადგილებული 6 ოჯახი კასპში, ფარნავაზის ქ. N18-ში წლების განმავლობაში ცხოვრობს, თუმცა ამ დრომდე საცხოვრებელი ფართები დაკანონებული არ ჰქონდათ. დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს”, – ნათქვამია სამხარეო ადმინისტრაციის განცხადებაში.
მიმდინარე წელს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში იძულებით გადაადგილებულ 1000-ზე მეტ ოჯახს გადაეცემა.