სოფო კილაძე: რაც უნდა იდეალური იყოს კანონპროექტი, ოპოზიციას ყოველთვის ერთი და იგივე პასუხი აქვს, მგონი, ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ
“ძალიან იშვიათად მახსოვს რომელიმე კანონპროექტი, რომელზეც ოპოზიციას მხარი დაეჭიროს”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარია ის, თუ რას იტყვის საზოგადოება.
“ძალიან იშვიათად მახსოვს რომელიმე კანონპროექტი, რომელზეც ოპოზიციას დაეჭიროს მხარი. ჩვენ ამას ოპოზიციისგან მიჩვეული ვართ, ახალი არაფერია, რაც უნდა იდეალური კანონპროექტი შემოვიტანოთ, ოპოზიციას ყოველთვის ერთი და იგივე პასუხი აქვს. მე მგონი, ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. ჩვენთვის მთავარია, რას იტყვის ჩვენი საზოგადოება და ამ საზოგადოებას უნდა გავუწიოთ ანგარიში”, – აღნიშნა სოფო კილაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტი “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს. ინიციატივის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შეზღუდვების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.