ნათია თურნავა: მზად ვართ, პარლამენტში ძალიან დეტალურად გავცეთ პასუხი ყველა კითხვას

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევას თავს საკმაოდ ეფექტურად ვართმევთ”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმითვე, მთელი მთავრობის შემადგენლობა მზადყოფნას გამოხატავს, რომ პარლამენტში მივიდეს და დეპუტატების კითხვებს პასუხი გასცეს.

„პირველ ყოვლისა, ალბათ, მოსახლეობისთვის არის საინტერესო, კიდევ ერთხელ და უფრო დეტალურად შეიტყოს, რა ნაბიჯები იყო გადადგმული ეპიდემიასთან ბრძოლაში. რამდენად ეფექტურად ვიმოქმედეთ ერთი, არ დაგვეშვა ეპიდემიის კატასტროფული გავრცელება, რომ გვემართა ეს კრიზისი – მეორე, რა ნაბიჯებს ვდგამთ და მომავალში გადავდგამთ ეკონომიკური კრიზისისა და ეკონომიკური დარტყმის შერბილების მიმართულებით. ჩვენ აქამდეც საკმაოდ გამჭვირვალედ ვახორციელებდით და ვდგამდით თითოეულ ნაბიჯს. ყოველთვის ფართო კომუნიკაცია გვაქვს და მოსახლეობას ვაგებინებთ ყველა დაგეგმილ ნაბიჯს, მაგრამ პარლამენტი მართლაც არის ის ინსტიტუცია, სადაც კიდევ ერთხელ, დიდი სიამოვნებით, ძალიან დეტალურად მზად ვართ, რომ ყველა არსებულ კითხვას გავცეთ პასუხი და ჩვენგანაც გავაკეთოთ მოხსენება. ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, ხდება საქართველოსა და მთლიანად მსოფლიოში. ეს არის დიდი გამოწვევა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ ეფექტურად ვართმევთ თავს ამ გამოწვევას. გვინდა, კიდევ ერთხელ გავუზიაროთ ეს ცოდნა მოსახლეობასა და დეპუტატებს“, – განაცხადა თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები