საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 10-ით გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსის კიდევ რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 721 გახდა, – ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 10 – ით გაიზარდა და 485 გახდა.
საქართველოში კორონავირუსისგან 12 ადამიანია გარდაცვლილი.
კარანტინის რეჟიმში 3519 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 351. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.