სოფელ ნაწრეტში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწრეტში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გზის კაპიტალურ რეაბილიტაციასთან ერთად დასასრულს უახლოვდება სანიაღვრე ქსელის მოწყობაც.
როგორც “რეგიონული კვირას” გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ნაწრეტში 1 118 მეტრის ასფალტირებისა და სანაიაღვრე ქსელების მოწყობისათვის რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 775 317 ლარი დაიხარჯება.
“სამუშაოებს შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1“ ასრულებს. სოფელ ნაწრეტში მოუწესრიგებელი შიდა გზები მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილებას აფერხებდა, პროექტის დასრულების შემდეგ აღნიშნული პრობლემა ადგილობრივებს აღარ შეაწუხებთ”,- აღნიშნული ინფორმაციაში.