ანრი ოხანაშვილი: ყველაზე მძიმე არის იმის აღიარება და დადასტურება, რომ 20 ივნისს ოპოზიციამ აქცია არა პოლიტიკური პროტესტისთვის, არამედ დანაშაულისთვის გამოიყენა

„ეს იყო აღიარება პირდაპირ ეთერში, რომ ეს აქცია არა პოლიტიკური პროტესტისთვის, არამედ დანაშაულებრივი ქმედებისთვის და პოლიტიკური დესტაბილიზაციის მცდელობისთვის გამოიყენეს”, – ასე შეაფასა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, ირაკლი ოქრუაშვილის ინტერვიუ “მთავარ არხზე”.

მისი თქმით, მათ, რეალურად, სახელმწიფო დააყენეს ფაქტის წინაშე, რომ გატარებულიყო შესაბამისი ღონისძიებები და, შესაბამისად, შექმნილიყო პოლიტიკური დესტაბილიზაცია ქვეყანაში.

“რომ აღარაფერი ვთქვათ ამ მსჯავრდებულის მხრიდან საზოგადოების წინაშე აღიარებით ჩვენებაზე, ყველაზე სკანდალური და ყველაზე მძიმე ამ ყველაფერში არის იმის პირდაპირ აღიარება და დადასტურება პირდაპირ ეთერში, რომ ამ ადამიანებმა და პირადად მან ეს აქცია გამოიყენეს არა პოლიტიკური პროტესტისთვის, არამედ – დანაშაულებრივი ქმედებისა და პოლიტიკური დესტაბილიზაციის მცდელობისთვის.

მათ, რეალურად, სახელმწიფო დააყენეს ფაქტის წინაშე, რომ გატარებულიყო შესაბამისი ღონისძიებები და, შესაბამისად, შექმნილიყო პოლიტიკური დესტაბილიზაცია ქვეყანაში. ეს არის პრაქტიკულად აღიარება. მიზეზშედეგობრივი კავშირის ასე ჩამოყალიბება და აღწერა, თუ რა განახორციელეს, რა ჰქონდათ მათ დაგეგმილი, როგორ მოიყვანეს ეს ყველაფერი სისრულეში და როგორ გამოიყენეს ხალხი ბოროტად მათი დანაშაულებრივი მიზნების სისრულეში მოსაყვანად”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ ყველაფერს ჩვენი საზოგადოება ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს და ამ ადამიანებს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში შესაბამის ადგილს მიუჩენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები