რატი იონათამიშვილი: ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება სკანდალური აღიარება იყო

“ეს იყო სკანდალური აღიარება. ფაქტობრივად, ოქრუაშვილის ამ განცხადებამ წერტილი დაუსვა ყოველგვარ დისკუსიას, თუ ვის რა მიზანი ჰქონდა 20 ივნისის ღამეს”, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას, რომელმაც ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა – “ეს შეცდომა ჩვენ კარგი გაგებით მას დავაშვებინეთ, მან გაისროლა”.

“ეს იყო სკანდალური აღიარება. ფაქტობრივად, ოქრუაშვილის ამ განცხადებამ წერტილი დაუსვა ყოველგვარ დისკუსიას, თუ ვის რა მიზანი ჰქონდა 20 ივნისის ღამეს. ეს იყო უფრო მძიმე აღიარება, ვიდრე  – სხვა ლიდერებისა, რომლებიც პირდაპირ ამბობდნენ, რომ მათი მიზანი იყო პარლამენტში შეჭრა. მე ვფიქრობ, რომ ამ უპასუხისმგებლო ადამიანებისგან ჩვენ კიდევ არაერთ სკანდალურ აღიარებას მოვისმენთ და ამითი კარგად ჩანს, როგორ ექცევიან ისინი ქართულ საზოგადოებას”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები