საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 19 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 713 შემთხვევა არის დადასტურებული, აღნიშნული მონაცემი გუშინ საღამოს 707-ს შეადგენდა.
ასევე, გამოჯანმრთელდა კიდევ 19 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 475-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 3519 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 351.