“საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა ჩატარდეს და საკონსტიტუციო ცვლილებები შედგება – ეს არის მმართველი გუნდის პოზიცია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პროპორციული საარჩევნო სისტემა ქვეყნის პოლიტიკური სივრცის შემდგომი რეფორმირებისა და დემოკრატიზაციისთვის აუცილებელია.
„რაც შეეხება კონკრეტულად ჩემს კონკრეტულ პოზიციას. მივიჩნევ, რომ ის საარჩევნო სისტემა, რომელზეც მოხდა შეთანხმება, არის დღეს, დღევანდელ ეტაპზე, დღევანდელი ქვეყნის განვითარებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი და პრინციპული. ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომელიც არაერთხელ დამიფიქსირებია ისევე, როგორც მითქვამს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური რეალობისა და პოლიტიკური სივრცის შემდგომი რეფორმირებისა და დემოკრატიზაციისთვის აუცილებელი მომენტი. სხვა ყველაფერი პოლიტიკური სპეკულირებაა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.