გიორგი გახარია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ძალიან ფრთხილად, ყველა წესის დაცვით ეკონომიკა ავამოქმედოთ

“ასეთ დროს, ასეთ ამინდში, ასეთ სეზონზე ასეთი მომზადებული და ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნელ-ნელა, ძალიან ფრთხილად, ყველა წესის დაცვით ეკონომიკა ავამოქმედოთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ კახეთში განაცხადა.

“ჩვენ ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ, პირველ ყოვლისა და ერთმნიშვნელოვნად ეს ასე უნდა გაგრძელდეს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და ვირუსთან ბრძოლა ჯანმრთელობის თვალსაზრისით იყოს პრიორიტეტი ნომერი ერთი. კახეთში ამის თქმა საამაყოა იმიტომ, რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით აბსოლუტურად ყველაფერი კარგად მიდის. მაგრამ, ისიც ძალიან კარგად გვესმის, რომ ეკონომიკა არ უნდა დაგვავიწყდეს და საცოდაობაა დღეს კახეთში, ასეთ დროს, ასეთ ამინდში, ასეთ სეზონზე ასეთი მომზადებული და ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნელ-ნელა, ძალიან ფრთხილად, ყველა წესის დაცვით ეკონომიკა ავამოქმედოთ, ავამუშაოთ და, პირველ ყოვლისა, ეს, რა თქმა უნდა, ტურიზმს ეხება”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები