ლევან ნიკოლეიშვილი: ხვალ თუ მოითხოვეს სრულად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, ნუ გაგიკვირდებათ

ხვალ თუ მოითხოვეს სრულად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, ნუ გაგიკვირდებათ, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის, ნიკა მელიას, შალვა ნათელაშვილისა და გიორგი ვაშაძის განცხადებებს, სადაც ოპოზიციის აღნიშნული ლიდერები თავიანთ თავს მაჟორიტარებად განიხილავენ.

ნიკოლეიშვილის თქმით, ახლა ყველას მაჟორიტარობა უნდა.

„მაჟორიტარული სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთმანეთს თავ-პირი დაამტვრიეს და ახლა ყველას მაჟორიტარობა უნდა. ხვალ თუ მოითხოვეს სრულად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, ნუ გაგიკვირდებათ. თან ცუდია, თან ყველას უნდა”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები