მამუკა მდინარაძე: შეზღუდვების შესახებ გარკვეული დაზუსტებები უნდა შევიდეს კანონში, რათა მინიმალური შეზღუდვით გავიდეთ ფონს

“ახლა რამდენიმე არჩევანის წინაშე ვდგავართ – ან უნდა გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა, ან კანონში უნდა შევიდეს გარკვეული დაზუსტებები, ან უბრალოდ „პროცესი უნდა მივუშვათ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ისედაც არის მსგავსი შეზღუდვები, ეს აქამდე არავის გაუპროტესტებია, არ დასჭირვებიათ ალბათ და იმიტომ, ახლა ჩვენ ვდგავართ რამდენიმე არჩევანის წინაშე – ან უნდა გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა იმ მინიმალური შეზღუდვებისთვისაც კი რაც საჭიროა, რომ რისკები არ გაიზარდოს, ან ჩვენ გარკვეული დაზუსტებები უნდა შევიტანოთ კანონში, რომ მთავრობას ამ მინიმალურ შეზღუდვებთან დაკავშირებით მოქმედების საშუალება ჰქონდეს, რომ ბოლომდე დაწიონ რისკები, ან, უკაცრავად ჟარგონისთვის, უნდა “მივუშვათ ეს პროცესი” და თუ გვეყოლება რამდენიმე ათეული, ასეული ინიფიცირებული და ხელახლა მოხდება აფეთქება, ისევ გამოვაცხადოთ საგანგებო მდგომარეობა. მე მგონია და ეს გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული, რომ შეზღუდვების შესახებ გარკვეული დაზუსტებები შევიდეს კანონში, რათა ამ მინიმალური შეზღუდვებით გავიდეთ ფონს”, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები