კონკურსზე “ADAMI Media Prize კულტურული მრავალფეროვნებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში 2020” განაცხადების მიღება დაიწყო

კონკურსზე “ADAMI Media Prize კულტურული მრავალფეროვნებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში 2020” განაცხადების მიღება დაიწყო.

ორგანიზატორები მონაწილეობის მისაღებად ტელეკომპანიებს, შემოქმედებით სტუდიებს, ასევე დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, რეჟისორებს, პროდიუსერებს და სხვა მედიაპროფესიონალებს იწვევენ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან – აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა.

“ADAMIMedia Prize-ი განკუთვნილია საუკეთესო სატელევიზიო, კინო და ონლაინ პროექტებისთვის, რომლებიც აშუქებენ მიგრაციის, ინტეგრაციის, ასევე ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების თემებს.

ADAMIMedia Prize უნიკალური შესაძლებლობაა მედიაპროფესიონალებისთვის, წარმოადგინონ საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი აუდიო-ვიზუალური ნამუშევრები და დაამყარონ საერთაშორისო კონტაქტები.

ექვსივე ნომინაციის გამარჯვებულები, დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით ან გრანტით. ძირითადი ჯილდოების გარდა, ჟურნალისტური გამოცდილების მქონე თითოეულ მონაწილეს, ეძლევა შესაძლებლობა შეავსოს განაცხადი ADAMI-ს სტიპენდიაზე და გაიაროს სტაჟირება ევროპის უმსხვილეს კომპანიებში. ნომინანტები მიწვეულნი იქნებიან ADAMI Media Prize-ს გალა-დაჯილდოებაზე, რომელიც გაიმართება თბილისში, 2020 წლის 10 დეკემბერს.

საკონკურსო განაცხადების მიღება იწყება 2020 წლის 5 მაისს.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა – 2020 წლის 15 ივლისი,”- ნათქვამია კონკურსის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ADAMI Media Prize გაიცემა ექვს კატეგორიაში:
1. ADAMI Media Prize გასართობი პროგრამებისა და ფილმებისთვის (მხატვრული)
2. ADAMI Media prize საინფორმაციო პროგრამებისა და ფილმებისთვის (დოკუმენტური)
3. ADAMI Media Prize ახალი ამბებისა და მოკლემეტრაჟიანი ფილმებისთვის (დოკუმენტური)
4. ახალგაზრდა ADAMI Media Prize
5. ADAMI Online Prize ვებგვერდებისთვის
6. ADAMI Online Prize ონლაინვიდეოებისთვის

“ყურადღება: კონკურსში მიიღება განაცხადები მედიაპროდუქციაზე, რომელიც ეთერში 2018 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ გავიდა.

იმ შემთხვევაში, თუ ფლობთ მედია-პროდუქტს კულტურული მრავალფეროვნების თემაზე, მაგრამ არ იცით რომელ კატეგორიას მიაკუთვნოთ, დაგვიკავშირდით: office@adamimediaprize.eu ან +995 595474477 (viber, whatsapp, telegram),”- აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებგვერდს:adamimediaprize.eu/competition-2020

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები