მამა შალვა კეკელია: როგორ სვამთ საერთოდ ამ კითხვას? არ გრცხვენიათ? ვისზე ვლაპარაკობთ – ილია მეორეზე, ეპოქალურ ადამიანზე

“მეუფე პეტრე და მამა ანდრია სარია უნდა განიკვეთონ”, – ამის შესახებ მამა შალვა კეკელია აცხადებს.

მამა შალვამ მამა ანდრია სარიას მიერ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას უპასუხა.

„ეკლესიებში აბანოები იყო გახსნილი, გაჩერებული იყო უამრავი ტაძარი. ხალხი უზიარებელი და წესაუგებელი მიდიოდა იმ ქვეყნად.

როგორ ფიქრობთ, ეშმაკი მის უწმინდესობას ამას აპატიებს, რომ ამდენი ხალხი ეკლესიაში მოიყვანა? დღეს სოფელი არ არის დარჩენილი, ტაძარი რომ არ იყოს აშენებული. ბუნებრივია, რომ იქნება შური.

სირცხვილია, ერის სირცხვილია, რომ ამ ადამიანებს ამის თქმის საშუალებას ვაძლევთ. თქვენი, ჟურნალისტების სირცხვილია, რომ ასეთ რამეებს აშუქებთ.

საეკლესიო წესით, მეუფე პეტრე უნდა განიკვეთოს, სარია უნდა განიკვეთოს. ასეთი ცილისწამებისა და ბრალდების გამო ადამიანი უნდა განიკვეთოს.
თქვენს მშობელზე რომ თქვას მსგავსი რამ, თქვენ დაიწყებთ ინტერვიუების მიცემას – ჩემი მშობელი ასეთია, თუ არაო?! თქვენი მშობელი არ არის პატრიარქი? თქვენი მამა არ არის? პატრიარქზე ლაპარაკობთ, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზე. სირცხვილია!

როგორ სვამთ საერთოდ ამ კითხვას? არ გრცხვენიათ? ვისზე ვლაპარაკობთ, საქართველოს კათოლიკოს -პატრირქზე ვლაპარაკობთ – ილია მეორეზე, ეპოქალურ ადამიანზე.

არ გაქვთ ამის უფლება, საკუთარ მამაზე ილაპარაკეთ ასე, საკუთარ მშობლებზე. ჩემთვის მამაა პატრიარქი. ერისა და ჩვენი ქვეყნის სირცხვილია ეს.

ერთადერთი პატრიარქია დედამიწაზე, რომელმაც ღვთისმსახურება არ შეწყვიტა. რატომ აღარ ლაპარაკობთ კორონავირუსზე, აღარაა? თუ ეკლესიის კლასტერი რომ არ არის, გაჩუმდით ამ თემაზე?“, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მამა ანდრია სარიამ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც, მისი თქმით, ყოფილი სტიქაროსანი კათოლიკოს-პატრიარქს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები