ანაკლიაში თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი შენდება

ანაკლიაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ ედიშერ თოლორაიასთან ერთად, ანაკლიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა.

ანაკლიაში, აქტიურად მიმდინარეობს 110 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა. ახალი საბავშვო ბაღის შენობაში პანდუსთან ერთად ლიფტის დამონტაჟებაც იგეგმება.

მშენებლობის დასრულების შემდეგ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სიარულს დამატებით 60 ბავშვი შეძლებს.

პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები