ლევან გოფოძე: რესპუბლიკურ საავადმყოფოში 46 ინფიცირებული პაციენტიდან, ერთის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია

​რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, ლევან გოფოძის თქმით, მათ კლინიკაში ე.წ. ბოლნისის კლასტერიდან შვიდი ინფიცირებულია მოთავსებული. მისივე ინფორმაციით, 46 ინფიცირებული პაციენტიდან, ერთის მდგომარეობა კვლავ კრიტიკული რჩება.
„38-დან ავედით 46-ზე. ბოლნისიდან გადმოყვანილების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არც ერთს არ სჭირდება მართვითი სუნთქვა. შვიდივეს ჩაუტარდება კვლევები, კომპიუტერულ ტომოგრაფიას გავუკეთებთ, ზუსტად გვეცოდინება ყველაფერი ხვალ, მაგრამ მდგომარეობა, ჩივილები არ არის მძიმე.
კვლავ კრიტიკულად მძიმედ რჩება ერთი ინფიცირებულის მდგომარეობა, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პაციენტი ხანდაზმულია, მას მწვავე პნევმონია და თანმხლები დაავადებები აქვს. პნევმონიის არსებობის გამო ასევე საყურადღებოა ხუთი პაციენტი, თუმცა მათ მართვითი სუნთქვა არ ესაჭიროებათ.
​რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის. ხუთი გვყავს პნევმონია დადასტურებული პაციენტი, მიმდინარეობს მკურნალობა პროტოკოლების მიხედვით, მათი მდგომარეობა არ არის მძიმე. გამოჯანმრთელებულებს ველოდებით დღეს სამ კაცზე პასუხს და ვნახოთ როგორი იქნება. კიდევ გავტესტავთ ხუთ ადამიანს“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები