ისრაელი სამედიცინო კანაფის ექსპორტს იწყებს

ისრაელის მთავრობამ სამედიცინო კანაფის ექსპორტის საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო – მისი გაყიდვა სხვა ქვეყნებში გახდა ნებადართული.

The Times of Israel-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ინდუსტრია ქვეყანას შემოსავლის ასობით მილიონ დოლარს მოუტანს.

ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა, ელი კოენმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვეტილებას მხარი ჯერ კიდევ 2019 წლის იანვარში დაუჭირა, თუმცა მას შემდეგ საკითხი ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროების სპეციალურ კომიტეტებში განიხილებოდა.

კანაფის ექსპორტიორებს ჯანდაცვის სამინისტროსგან სპეციალური ნებართვის მიღება დასჭირდებათ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ისრაელში, სულ მცირე, 8 კომპანიაა, რომელიც კანაფის მოყვანით არის დაკავებული და კიდევ რამდენიმე, რომელიც მას ამუშავებს და ყიდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები