რუსთავში ღვარცოფსაწინააღმდეგო სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსთავის მიმდებარედ არსებული იაღლუჯის მთის ფერდობებზე ფორმირებული ღვარცოფული ნაკადებისაგან ქალაქის ქუჩებისა და საცხოვრებელი მიკრორაიონების დაცვის მიზნით, რუსთავის ღვარცოფული ნაკადებისაგან დაცვის სამუშაოები მიმდინარეობს.

წლების განმავლობაში ქალაქ რუსთავის ტერიტორია, კერძოდ, ქუთაისის ქუჩის, შარტავას გამზირის, ლეონიძისა და თბილისის ქუჩების მიმდებარე ტერიტორია მთებიდან წამოსული წვიმის ნაკადით იტბორებოდა. არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, პროექტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მიმდებარედ იაღლუჯის მთის ფერდობის ძირში მოეწყობა სანიაღვრე არხი, რომელიც უზრუნველყოფს წვიმის შედეგად მოსული ნალექის გატარებასა და ქალაქ რუსთავის დაცვას დატბორვისგან. ამ ეტაპზე, რკინა-ბეტონის არხის მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 12 466 145 ლარია. სამუშაოები 2019 წლის ზაფხულში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება”, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები