საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 667-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15-ით გაიზარდა. შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 667 შეადგენს.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
შეგახსენებ, რომ კარანტინის რეჟიმშია 4233 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 373 პირი.
ინფორმაციისთვის, 667 ადამიანიდან 383 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 12 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.