რა არჩევანი გააკეთეს აბიტურიენტებმა საგნების მიხედვით – გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაცია

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით ცნობილია.

ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

ისტორია აირჩია 22 850-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
მათემატიკა კი 12 660-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
ბიოლოგიაზე არჩევანი 3250-მდე აბიტურიენტმა შეაჩერა,
გეოგრაფია კი აირჩია 1040-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
ზოგადი უნარები, 4500-ზე მეტი აბიტურიენტი;
ლიტერატურა, 920-ზე მეტი აბიტურიენტი;
სამოქალაქო განათლებაზე არჩევანი 430-ზე მეტმა აბიტურიენტმა შეაჩერა,
ქიმია, 2340-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია.
ფიზიკა აირჩია 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება აირჩია 50-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ ახსენებს აბიტურიენტებს, რომ მათ საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ“, – აცხადებენ ცენტრში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები