“უკრაინელებმა საერთოდ არ იციან, რას ნიშნავს სააკაშვილის ამჟამინდელი თანამდებობა, არის თუ არა ეს ოფიციალური თანამდებობა თუ საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობა, ვინაიდან რეფორმების ეროვნულ საბჭოში ადრე მსგავსი თანამდებობა არც არსებობდა”

“მას შემდეგ, რაც სააკაშვილს უკრაინის ოფიციალურ სტრუქტურებში როგორც იქნა ადგილი მოუძებნეს და დღემდე ვერავინ გაიგო ზუსტად, მათ შორის, უკრაინაში, თუ რატომ და რისთვის, თავად უკრაინელი ექსპერტები ცდილობენ, გაარკვიონ ამაში საზოგადოება”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და დიმიტრი ჯანგიროვს ეხმიანება, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ გერმანიის საელჩომ წინააღმდეგობა გამოთქვა მის დანიშვნაზე და ამ თემაზე უარყოფითად რეაგირებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც.

“ამ დღეებში მიშა სააკაშვილი, როგორც იტყვიან, “ჩამოტარებით იყო” ოპოზიციის მომსახურე ტელევიზიებში, მათ შორის ისეთშიც, რომელიც მას ადრე დიდი ყურადღებით არ სწყალობდა. მიზანი ტრივიალური – მისი პერსონის Boosting-ი, ჩვენებურ ჟარგონზე  – „გაპიარება,“ როგორც ჩანს, გაუჭირდათ ამ კუთხით. მას შემდეგ, რაც სააკაშვილს უკრაინის ოფიციალურ სტრუქტურებში როგორც იქნა ადგილი მოუძებნეს და დღემდე ვერავინ გაიგო ზუსტად, მათ შორის უკრაინაში, თუ რატომ და რისთვის, თავად უკრაინელი ექსპერტები ცდილობენ, გაარკვიონ ამაში საზოგადოება. დიმიტრი ჯანგიროვი და ვიტალი პორტნიკოვი (იხ, მისი ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფოფხაძესთან ) უკრაინაში ხელწამოსაკრავი ხალხი არ არიან. მათ ყურს უგდებს იქაური საზოგადოება და – არამხოლოდ. რა თქმა უნდა, მათ, როგორც ადგილზე მყოფმა ადამიანებმა, გაცილებით მეტი იციან, ვიდრე – აქაურმა ექსპერტებმა. ზოგი მათგანი იქამდეც კი წავიდა, რომ სააკაშვილი ევროპის 21-ე საუკუნის ისტორიულ ფიგურად გამოაცხადა. სააკაშვილი ყოველთვის ტრაბახობდა, რომ უკრაინაში ნებისმიერ კაბინეტში შესასვლელად მას აქვს დასავლეთის გავლენიანი წრეებისგან გამოწერილი ბილეთი. თუმცა, როგორც ზემოთაღნიშნული ექსპერტები ამბობენ, მის დანიშვნას გერმანიის საელჩო უკრაინაში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკმაოდ სკეპტიკურად შეხვდნენ, ვიტალი პორტნიკოვის განცხადებით კი უკრაინელებმა საერთოდ არ იციან, რას ნიშნავს სააკაშვილის ამჟამინდელი თანამდებობა, არის თუ არა ეს ოფიციალური თანამდებობა თუ საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობა, ვინაიდან რეფორმების ეროვნულ საბჭოში ადრე მსგავსი თანამდებობა არც არსებობდა. მოუსმინეთ ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძის ინტერვიუს პორტნიკოვთან და ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ, მათ შორის იმას, თუ როგორ ხედავენ კიევიდან საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები