საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე  ალექსი გილაშვილმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით განახლებული ინფრასტრუქტურული ობიექტები ადგილზე მოინახულა და მუშაოების პროცესებს პირადად გაეცნო.
ამ ეტაპზე, გიორგი ბრწყინვალისა და ზაზა ქურხულის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე განახლებულია და ასფალტ-ბეტონის საფარისთვის ე.წ ვაკისის მოზადება მიმდინარეობს.
განახლებულია სოფელ პატარძეულისა და უჯარმის საბავშვო ბაღების სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სოფელ გომბორში  საჭიდაო დარბაზის სრული რეაბილიტაცია დაიწყო, რომელიც მოსახლეობის მრავალწლიან პრობლემას წარმოადგენდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრისას მოსახლეობის მიერ დასახელებული საჭიროება ერთ-ერთ პრიორიტეტულ პროექტად განისაზღვრა და დაპირების შერულებამაც არ დააყოვნა.
შეგახენებთ, რომ სოფელ გომბორსა და ქალაქ საგარეჯოში გადაუდებელი დახმარების სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა და მალე სასწრაფო დახმარების პერსონალი განახლებული შენობიდან განაგრძობს მუშაობასა და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები