30 აპრილის შემდეგ აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა
აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარებული 391 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში კორონავირუსის საეჭვო სიმპტომების მქონე 20 პირია მოთავსებული, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
ამ დროისთვის, კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობის კურსს 4 ინფიცირებული პაციენტი გადის. ჯამურად, კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 60-მა პაციენტმა.
30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა 14 მარტს(იმპორტირებული). დღემდე რეგიონში ვირუსი გაუდგინდა71 ადამიანს. აჭარაში კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 2 პაციენტი.
უახლესი მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში1438 პირი იმყოფება. ჯამურად, საკარანტინე სივრცე 5555-მა პირმა დატოვა.