ამირან გამყრელიძე: ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ შემსუბუქების პერიოდში, ყველამ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სექტორი მოსახლეობას მოუწოდებს

“კორონავირუსთან დაკავშირებით, შემსუბუქების პერიოდი ჩვენს ქვეყანაში 27 აპრილიდან დაიწყო”, – ამის შესახებ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად შემსუბუქების პერიოდისა, მოსახლეობამ ჯანდაცვის სექტორის მიერ გაცემული რეკომენდაციები უნდა დაიცვას.

“ჩვენს ქვეყანაში შემსუბუქების პერიოდი 27 აპრილიდან დაწყებულია, ეს დაიწყო თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში, ასევე სხვა ქვეყნებში და უკვე ზოგიერთ ქვეყანაში აღინიშნა შემსუბუქების პერიოდში ისევ და ისევ ზრდა – მაგალითად, სამხრეთ კორეაში, გერმანიაში და ა.შ.

ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ შემსუბუქების პერიოდში, ყველამ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სექტორი მოსახლეობას მოუწოდებს. პირველ რიგში ამ დაავადებასთან ბრძოლაში მთავარი იარაღი სოციალური დისტანცირების, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა”, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები