ქუთაისის ინფექციური კლინიკა კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა

ქუთაისის ახალი ინფექციური კლინიკა დღეს კორონავირუსისგან  გამოჯანმრთელებულმა კიდევ ერთმა  ადამიანმა დატოვა, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას”კლინიკიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კლინიკაში მხოლოდ ორი პაციენტი რჩება, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

ცნობისთვის, კლინიკას სულ 39 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.

შეგახსენებთ, იმერეთის მასშტაბით 12 დღეა, Covid19-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. რეგიონში კორონავირუსის დიაგნოზით მხოლოდ ორი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები