როგორ უნდა გავრეცხოთ ხილი და ბოსტნეული კორონავირუსის პანდემიის დროს – ინფექციონისტის განმარტება

რამდენად სახიფათოა პანდემიის პირობებში ბაზრიდან მოტანილი, შეუფუთავი ხილ-ბოსტნეული და როგორ უნდა დამუშავდეს ის? – ამ საკითხთან დაკავშირებით ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა განმარტება მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას გააკეთა.

როგორც ინფექციონისტი აცხადებს, ხილ-ბოსტნეული გამდინარე წყალში კარგად უნდა გაირეცხოს.

„არავითარი განსაკუთრებული დამუშავება არ სჭირდება, ჩვეულებრივ, გამდინარე წყლით გულდასმით უნდა გაირეცხოს. ეს ისედაც არის ხილ-ბოსტნეულის გარეცხვის წესი იმიტომ, რომ კორონავირუსის კუთხით არ არის იმხელა საშიშროება, როგორც ეს არის სხვა ბაქტერიული ინფექციების კუთხით. როგორც ჩვეულებრივ, სტანდარტულად ვექცეოდით, ისევ ისე უნდა მოვექცეთ“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები