ინფექციონისტი: ყველა წინამორბედი პანდემიის დროს ვირუსები, სხვადასხვა მასშტაბითა და სიძლიერით, ისევ ბრუნდებოდა

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, პანდემიების დროს ვირუსის მეორე ტალღა ყოველთვის მოსალოდნელია, – ამის შესახებ ბუწაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება მეორე ტალღის მოლოდინს – ეს ყოველთვის არის ხოლმე პანდემიების დროს. ჯერჯერობით, მიმდინარე პანდემიაა, მაგრამ როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს, ეს, რა თქმა უნდა, არ იძლევა იმის გარანტიას, რომ შემდგომში ვირუსი აღარ დაბრუნდება. ეს იმიტომ, რომ ყველა წინამორბედი პანდემიის დროს ვირუსები, სხვადასხვა მასშტაბითა და სიძლიერით, ისევ ბრუნდებოდა. სანამ ვაქცინა იქნება, ისევ ბევრი სიფრთხილის ზომა გვაქვს გასატარებელი“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

ინფექციონისტმა განმარტება საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების გამოუვლენელ შემთხვევებთან დაკავშირებითაც გააკეთა.

„რაც შეეხება შემთხვევებს, რომლებიც გამოვლენილი არაა – რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ, მაღალი ალბათობით, უმრავლესი მათგანი იქნება მსუბუქი ან უსიმპტომო, რდგან თუ დამძიმდა ადამიანი პნევმონიით და ჰოსპიტალში მოხვდა, ის ყველა შემთხვევაში გადის ტესტირებას, ასეთი შემთხვევები ვერ გაიპარება“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები