საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა 1000 დაბალშემოსავლიან ოჯახს დახმარება გაუწია

COVID19-ის პანდემია არის ტესტი ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებისთვისაც. დღეისათვის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია კოროვირუსული პანდემიის ფარგლებში, სოციალური იზოლაციის პერიოდში დაბალი შემოსავლისა და დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით, სხვადასხვა საქველმოქმედო აქციას ახორციელებს.

საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრი ერთ-ერთი იმ ორგანიზაცითაგანია, რომელიც თანმიმდევრულად და სისტემატურად ახორციელებს კამპანიას დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების დასახმარებლად.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენტაციების გათვალისწინებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, 23 მარტიდან ქვეყნის მაშტაბით პირველად მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადდა მკაცრი საგარანტინო რეჟიმი.

საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე დახმარება გაუწია მარნეულში 250 ოჯახს, ბოლნისში 150 ოჯახს, თელავში, საგარეჯოში, ლაგოდეხი, დმანის, გარდაბანსა და რუსთავში 100-100 ოჯახს.

“დახმარების აქციების ჩასატარებლად ოფიციალური წერილებით მივმართეთ მარნეულის, ბოლნისის, თელავის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, რუსთავის, გარდაბნის და დმანისის მერებს. შემდეგ, სასურსათო პაკეტები, რომელშიც შედიოდა ფქვილი, ბრინჯი, მაკარონი, ვერმიშელი, წიწიბურა, შაქრის ფხვნილი, შაქარი, ზეთი, მარილი და ჩაი, ადრესატთან მიტანის მიზნით გადავეცით ამ მერიების წარმომადგენლებს.

ბოლნისის მერი დავით შერაზადიშვილმა, ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარემ კ. ჯამბურიამ და საგარეჯოს მერიამ თავიანთი facebook გვერდებიდან საქველმოქმედო აქციისთვის მადლობა გადაუხადეს საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრს.

ბოლნისის მერი დავით შერაზადიშვილის მადლობის სტატუსში ნათქვამი იყო – საქველმოქმედო აქციას კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდა. „საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა“ ჩვენი მოქალაქეებისთვის 150 სასურსათო პაკეტი გადმოგვცა. სურსათი ქვემო ბოლნისში, ფარიზისა და ზვარეთში მცხოვრებ მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს დაურიგდა. მსურს, „საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრს“ ქველმოქმედებისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. საკარანტინო მდგომარეობისას ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასამთავრებო სექტორის მხარდაჭერა. ვფიქრობ, ერთობლივი ძალებითა და მსგავსი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, კორონავირუსის პანდემიას უმოკლეს დროში გავუმკლავდებით“.

ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე კ. ჯამბურიამ კი აღნიშნა, რომ შექმნილს სიტუაციაში არასამტავრობო სექტორის მხარდაჭერა ძალზედ მნიშვნელოვანია: „ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრს. ერთობლივი ძალისხმევით უმოკლეს დროში დავამარცხებთ კორონავირუსულ პანტემიას“.

საგარეჯოს მერიის მადლობის წერილში ნათქვამი იყო: საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა საგარეჯოს მერიას, 100 დაბალშემოსავლიან ოჯახებისთვის გადასაცემათ გადმოსცა სასურსატო პაკეტები. საციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში საგარეჯოს თვითმმართველობამ პირველ ეტაბზე 1500 ოჯახს, ასევე კერძო სექტორის მხარდაჭერით 130 დაბალშემოსავლიან ოჯახს გაუწია დახმარება. საგარეჯოს მერია მადლობას უხდის კორონავირუსთან ბრძოლაში მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციებსა და ბიზნესმენებ”, – ნათქვამია საქართველოს აზერბაიჯანელთა ცენტრის განცხადებაში. 

ცნობისთვის, ცენტრმა 2019 წლის 3 აპრილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის საკითხებში სახელმწიფო კომიტეტის მხარდაჭერით დაიწყო თავისი საქმიანობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები