აზერბაიჯანში კორონავირუსის 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, რესპუბლიკაში 2693 ინფიცირებულია, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.

ასევე, ბოლო 24 საათში ვირუსს ერთი პაციენტი ემსხვერპლა, ჯამურად, 33 გარდაცვლილია.

კლინიკებიდან გუშინ 55 პაციენტი გაწერეს, ჯამურად, 1735 განკურნებულია.

რაც შეეხება საავადმყოფოში მყოფ პაციენტებს – 38 მათგანის მდგომარეობა მძიმეა, 42 პაციენტის კი –  საშუალო სიმძიმის.

აზერბაიჯანში სულ 202 282 ტესტია გაკეთებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები