საფრანგეთში კორონავირუსით 1771 სამხედრო მოსამსახურეა ინფიცირებული, თუმცა რეალური მაჩვენებელი შესაძლოა, 5900 იყოს

საფრანგეთის შეიარაღებულ ჯარში კორონავირუსი 1771 სამხედროს აქვს დადასტურებული.

ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ფლორანს პარლიმ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ეს რიცხვი მოიცავს, ასევე, სამხედრო გემ “შარლ დე გოლზე” მყოფ მეზღვაურებს.

პარლის თქმით, გემზე მყოფი ყველა მეზღვაური გამოჯანმრთელდა.

მისივე თქმით, ჯარში ინფიცირების საერთო რიცხვი შესაძლოა, 5900 აღწევდეს.

საფრანგეთში კორონავირუსს 26 643 პირი ემსხვერპლა, 177 547 ინფიცირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები