პრეზიდენტის ადმინისტრაცია: პრეზიდენტმა Groupe ADP-ის პრეზიდენტთან, ტურიზმის სწრაფი აღდგენის ხელშეწყობის მიზნით საქართველოში მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ფრანგული სახელმწიფო კომპანიის Groupe ADP პრეზიდენტს, ოგუსტინ დე რომანეს ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორაციით, პრეზიდენტმა Groupe ADP-ის პრეზიდენტთან, უცხოელი ტურისტების მიმოსვლისა და ტურიზმის სწრაფი აღდგენის ხელშეწყობის მიზნით საქართველოში მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობები განიხილა.

ADP Group – ფრანგული სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც TAV Airports- ის მთავარი აქციონერია და იგი თავის მხრივ, TAV Georgia- ს სახელით ოპერირებას უწევს თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები