FT: ევროპის უდიდესი პორტი რუსეთთან პოტენციური ომისთვის ემზადება
ევროპის უდიდესი პორტი, ნიდერლანდების როტერდამი, რუსეთთან შესაძლო კონფლიქტისთვის ემზადება,- ამის შესახებ Financial Times-ი წერს.
როტერდამის პორტის გენერალური დირექტორის, ბოდვინ სიმონსის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა გეგმაზე, რათა ომის შემთხვევაში კომერციული გადაზიდვები გადამისამართდეს.
„ყველა ტერმინალი არ არის შესაფერისი სამხედრო ტვირთის გადასაზიდად. თუ დიდი მოცულობის სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირება მოგვიწევს, ტვირთის ნაწილობრივად გადასაზიდად ანტვერპენს ან სხვა პორტებს მივმართავთ. ჩვენ სულ უფრო მეტად აღვიქვამთ ერთმანეთს კონკურენტებად. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეჯიბრებით ერთმანეთს საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ ვთანამშრომლობთ, როგორც შეგვიძლია“, – აღნიშნა სიმენსმა.
როგორც FT წერს, როტერდამის კონტეინერების ტერმინალი ერთადერთი ადგილია, სადაც პორტს შეუძლია უსაფრთხოდ გადაიტანოს საბრძოლო მასალა ერთი გემიდან მეორეზე.
ამასთან, გამოცემის ცნობით, როტერდამის პორტი ყოველწლიურად სადესანტო სამხედრო სწავლებებს უმასპინძლებს.