გიორგი ვოლსკი: საქართველო არ დაუშვებს, რომ რაიმე ისეთი მოხდეს, რაც კითხვებს გამოიწვევს

„არჩევნებს არაფერი ემუქრება, ელექტრონული არჩევნებია, დამკვირვებლებიც არ გვაკლია, თუნდაც შიდა დამკვირვებლები, ჟურნალისტები, ექსპერტები,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, საქართველოს შესახებ ეუთო/ოდირის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

„არცერთი სახელმწიფო და მით უმეტეს საქართველო არ დაუშვებს იმას, რომ რაიმე მოხდეს ისეთი, რომელიც კითხვებს გამოიწვევს. კითხვები გამოიწვია ეუთო/ოდირის დასკვნამ. არა თუ კითხვები გამოიწვია, ასეთი გააფთრებული შეტევა პრაქტიკაში არ არსებობდა არასდროს ევროპულ სივრცეში. შეუტიეს იმიტომ რომ დადებითი დასკვნა დაწერა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ეუთო/ოდირი საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ოფისის მოწვევას ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად, ეს კი წარმოადგენს გამონაკლისს საქართველოს ბოლო ოცი წლის განმავლობაში არსებული პრაქტიკისგან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები