თინა ბოკუჩავა თბილისიდან ლონდონის მიმართულებით გაფრინდა – რა მიზნით წავიდა დეპუტატი საზღვარგარეთ, უცნობია
თინა ბოკუჩავა თბილისიდან ლონდონის მიმართულებით გაფრინდა.
რა მიზნით წავიდა ბოკუჩავა საზღვარგარეთ, უცნობია.
არსებული ინფორმაციით, ბოკუჩავასთან ერთად, ბრიტანეთში “ნაციონალური მოძრაობის” სხვა ლიდერებიც იმყოფებიან, რომლებიც შეხვედრებს “ქართული ოცნების” დასანქცირების მოთხოვნით გამართავენ.
“პეტრე ცისკარიშვილს მეგობრული ურთიერთობა აქვს დავით კეზერაშვილთან, განურჩევლად იმისა, დავით კეზერაშვილი ჩვენს პარტიას ეხმარებოდა თუ არა. სამწუხაროდ, მან შეწყვიტა “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერა. დავით კეზერაშვილი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი დაეხმარება “ნაციონალურ მოძრაობას”, მივესალმებით ამას.
ჩვენი ბრძოლის გზა არის საერთაშორისო ასპარეზზე, ბრძოლის გაგრძელება, რომ ამ რეჟიმს დაედოს სანქციები”, – განაცხადა პარტია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ.