გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობის“ რევოლუციის იდეა არა თუ არ მომკვდარა, არამედ ცდილობს ახალი იმპულსი მიიღოს
,,ქართული ოცნების” წევრი გიორგი ვოლსკი, 8 ოპოზიციური პარტიის მიერ თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტს და „ლელოს“ და გახარიას პარტიის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს გამოეხმაურა.
„ეს არ არის ბოიკოტი, ეს არის საბოტაჟი, რომელიც ყოველთვის ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“. 2012 წლიდან მოყოლებული პრაქტიკულად არც ერთი დღე არ იყო როდესაც საუბარი ან კამათი მიდიოდა გარკვეულ თემასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სახელმწიფოს განვითარების პერსპექტივებს. „ნაციონალური მოძრაობის“ რევოლუციის იდეა არა თუ არ მომკვდარა, არამედ ცდილობს, რომ ახალი იმპულსი მიიღოს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.