მათიკაშვილი – ევროპარლამენტის ანგარიშზე: სიმართლესთან კავშირი არ აქვს ამ რეზოლუციას; ესაა კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია იმ ღირებულებებს, რაზეც თავის დროზე ევროკავშირი იდგა, არის ძალიან ჩამოცილებული

“სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს ამ რეზოლუციას. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია დღეს, სამწუხაროდ, იმ ღირებულებებს, რაზეც თავის დროზე ევროკავშირი იდგა არის ძალიან ჩამოცილებული”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, ევროპარლამენტის ანგარიშთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომელიც რასა იუკნევიჩიენეს ავტორობით მომზადდა და სადაც ახალ არჩევნებზეა საუბარი.

„კიდევ ერთი მცდელობა, რომ სრული ტყუილი, რასაც ქალბატონი რასა ცდილობს საზოგადოებას შეასაღოს იქნეს წარმოდგენილი და იქნეს ამ ტყუილზე აპელირებით ქართველ ხალხზე ძალმომრეობა განხორციელებული. სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს ამ რეზოლუციას. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია დღეს, სამწუხაროდ, იმ ღირებულებებს, რაზეც თავის დროზე ევროკავშირი იდგა არის ძალიან ჩამოცილებული. რამდენჯერ უნდა მოვისმინოთ ის, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს ციხიდან? აი, ეს სრული აბსურდი, დამნაშავე პიროვნების, რომელზედაც თვითონ სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ იმსჯელა და თქვა, რომ ეს პირი არის მხილებული სისტემურ დანაშაულში“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები