“ჩვენ არ ვერევით უკრაინის შიდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში – ვინ სად უნდა დაინიშნოს, თუმცა ყველა თავმოყვარე ქვეყანას ექნებოდა ის რეაქცია, რა რეაქციაც ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას”

“ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვერევით უკრაინის შიდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში – ვინ სად უნდა დაინიშნოს, თუმცა ყველა თავმოყვარე ქვეყანას ექნებოდა ის რეაქცია, რა რეაქციაც საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ უკრაინაში რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანლად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვერევით უკრაინის შიდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში – ვინ სად უნდა დაინიშნოს, თუმცა ყველა თავმოყვარე ქვეყანას ექნებოდა ის რეაქცია, რა რეაქციაც ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას. შესაბამისად, თუ როგორ განვითარდება მომავალში მოვლენები, ის გააგრძელებს თუ არა საქართველოს უკვე შიდა პოლიტიკაში ჩარევას – ამას, რა თქმა უნდა, იმის მიხედვით, თუ რა განცხადებები იქნება, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. რა თქმა უნდა, ეს იქნება დარღვევა, ეს იქნება უცხო ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, შიდა გადაწყვეტილებებში ჩარევის მცდელობა და ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები