კორონავირუსით გარდაცვლილი მე-11 პაციენტი ბათუმის “მედალფაში” მკურნალობდა

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-11 პაციენტი ბათუმის კლინიკა ,,მედალფაში“ მკურნალობდა. 81 წლის კაცი, რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილს თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა, მათ შორის გულსისხლძარღვთა დაავადებაც, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.
მათივე ცნობით, გარდაცვლილი ე.წ. ქობულეტის კლასტერიდანაა.

აჭარაში ვირუსით სულ ორი ადამიანი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 638 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 317 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები