ზესტაფონის მერმა მხატვრული კითხვის კონკურსში, მერიის რჩეულ მონაწილეს, სპეციალური პრიზი და სიგელი გადასცა
ზესტაფონის მერმა, ვახტანგ ღამბაშიძემ, მხატვრული კითხვის კონკურსში, მერიის რჩეულ მონაწილეს, სპეციალური პრიზი და სიგელი გადასცა. ინფორმაციას ზესტაფონის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხატვრული კითხვის კონკურსი – “დედა ენა 150 წლისაა” მუნიციპალიტეტის კულტურისა და შემოქმედების ცენტრში გაიმართა.
“ღონისძიებაში მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები იყვნენ ჩართული.
კონკურსის პირობების მიხედვით გამოვლინდა გრან პრის მფლობელი, პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები. მუნიციპალიტეტის მერიის რჩეული, კონკურსის მონაწილეთა შორის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე, ნიკოლოზ ალავიძე გახდა.
გამარჯვებული მონაწილეები, მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ღამბაშიძემ, მერის მოადგილე, ნინო ჭაბუკიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე, მალხაზ შერგელაშვილმა, ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა, გოჩა ქურდაძემ, ასევე საგანმანათლებლო რესურს ცენტრის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
მხატვრული კითხვის კონკურსი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურისა და შემოქმედების ცენტრის, საგანმანათლებლო რესურს ცენტრის და კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” მხარდაჭერით გაიმართა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.