ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერიდან 3 კოვიდპაციენტი რუხის კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას

ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერიდან კოვიდპაციენტები რუხის კლინიკაში გააგრძელებენ მკურნალობას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რუხის საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ირაკლი გვაზავამ განუცხადა.

“ჩვენს კლიკინაში ანაკლიის საკარანტინე სივრციდან კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი შემოიყვანეს. მათი მდგომარეობა არ არის მძიმე, ამ ეტაპზე, მათ გაიდლაინით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი შემოწმება უტარდებათ”, – განაცხადა გვაზავამ.

საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის კლინიკაში სულ ოთხი კოვიდინფიცირებული პაციენტია მოთავსებული. როგორც კლინიკური დირექტორი აცხადებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები