ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეულ 28 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში, დღეს, covid -19- ზე 28 პირის ბიოლოგიური მასალის კვლევა ჩატარდა – ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

ტესტირება ჩაუტარდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 19 მედიკოსს, ცხელების ცენტრების შვიდ პაციენტს და ასევე, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფ ორი მოქალაქეს.

ცნობისთვის, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში, ამ დროისთვის,78 პირი რჩება. ამასთან, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 168 მოქალაქეა თვითიზოლაციაში. თვითიზოლაციის პერიოდი უკვე დაასრულა 899-მა მოქალაქემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები