ბოჭორიშვილის კლინიკაში 18 წლამდე მოზარდი და 88 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში 18 წლამდე ასაკისა და 88 წლის პაციენტები გამოჯანმრთელდნენ.
მისი თქმით, კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 66 პაციენტი მკურნალობს.
„გვაქვს გამოჯანმრთელება ერთი 18 წლამდე მოზარდისა, ხოლო ერთი გამოჯანრთელდა 88 წლის ქალბატონი. 10 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები