ირანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, არის მსხვერპლი

თეირანთან ახლოს 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა.

ირანელი სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 7 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
სააგენტო Mehr-ის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების შედეგად, 1,5 ათასი წლის წინ აშენებული ციხესიმაგრე, ფალაქ-ოლ-აფლაქი დაზიანდა.
მედიის ინფორმაციით, შენობის ქვის კედელს ბზარი გაუჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები