მერაბ ქვარაია: ზუგდიდში წყალმომარაგების სისტემის, წყალარინების ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობები შეუფერხებლად მიმდინარეობს

ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მერაბ ქვარაიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ზუგდიდში თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი უნიკალური გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დაათვალიერა.
მისი თქმით, აღნიშნული კომპლექსი წელს დასრულდება.

„აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში წყალმომარაგების სისტემის, წყალარინების ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობები შეუფერხებლად მიმდინარეობს და აღნიშნული კომპლექსი წელს დასრულდება, რომლის შედეგადაც ზუგდიდელებს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება”, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
ზუგდიდის 𝟏𝟓 𝟎𝟎𝟎-მდე აბონენტი ინდივიდურად გამრიცხველიანდა. ამ ეტაპზე, გრძელდება დარჩენილი 𝟑 𝟎𝟎𝟎 ოჯახის გამრიცხველიანება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები