11 მაისიდან ყველა სახის წარმოება გაიხსნება

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება გაიხსნება. თუმცა, როგორც მან ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა, ეს არ ეხება მოლებსა და ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით მოვაჭრეებს.

“11 მაისიდან ყველა სახის საწარმო გაიხსნება. ეს ეხება საცალო და საბითუმო მაღაზიებსაც, რომლებსაც აქვთ შესასვლელი ქუჩიდან, თუმცა ეს არ ეხება მათ, ვინც ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობს.
ეს არ ეხება არც მოლებსა.
სხვა ყველა სახის მაღაზია შესაძლებელი იქნება, რომ ორშაბათიდან ამოქმედდეს”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები