ბოლნისში გასულ 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

“ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ 33 პირის საკვლევი მასალა გადაიგზავნა”, – ამის შესახებ ბოლნისის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაკა მამარდაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსზე ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.

“საბედნიეროდ, უნდა გითხრათ რომ გუშინ გადაგზავნილ 33 პირის საკვლევი მასალის პასუხები ამ დილით გახდა ჩვენთვის ცნობილი. არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა კორონავირუსი”, – აცხადებს მაკა მამარდაშვილი

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის, კორონავირუსის 120 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები