შალვა კერესელიძემ კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შალვა კერესელიძემ შეხვედრის მონაწილეებისგან დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო და სამუშაო პროცესის უსაფრთხოების გამკაცრებული ნორმებით წარმართვის აუცილებლობაზე ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, მცხეთა-მთიანეთში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. პირველ ეტაპზე, რეგიონის მასშტაბით, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაახლოებით, 20 ობიექტზე განახლდება. კონტრაქტორი კომპანიები სამუშაოების დასაწყებად სრულ მზადყოფნაში არიან.
მიმდინარე პროცესებში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი უწყებები აქტიურად არიან ჩართულები. ისინი მჭიდრო კომუნიკაციაში რჩებიან სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან და რეგიონში მიმდინარე სამუშაოებზე რეგულარულ მონიტორინგს განახორციელებენ.