განმუხურის საკარანტინე სივრცეში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა
განმუხურის საკარანტინე სივრცეში მოთავსებულ კიდევ ერთ პირს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრში ადასტურებენ.
“აღნიშული პიროვნება 22 აპრილს სტამბოლიდან დაბრუნდა, რომელიც საკარანტინე სივრცეში პირდაპირ საზღვრიდან გადმოიყვანეს“, – აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.
მათივე ინფორმაციით, განმუხურის საკარანტინე სივრცეში კოვიდ19-ზე დღეს განმეორებითი კიდევ 2 საეჭვო პირს გამოიკვლევენ.
ცნობისთვის, ორ მცირეწლოვანს, რომელიც დედასთან ერთად ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, კორონავირუსი წუხელ დაუდასტურდა, ისინი ბოჭორიშვილის კლინიკაში გააგრძელებენ მკურნალობას. როგორც ცნობილია, მცირეწლოვნების შემთხვევა ე.წ თეთრიწყაროს კლასტერს მიეკუთვნება და მათ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობასთან კონტაქტი არ ჰქონიათ.