მეუფე იაკობი: არა მარტო ექიმები მინდა დავლოცო, არამედ, პოლიციის მუშაკები, ჯარი, რომლებიც ასევე თავს სწირავდნენ და წინა ხაზზე იყვნენ
“ინფექციონისტები ძალიან ძლიერები გვყავს, ნებისმიერი მიმართულებით დარტყმა მიიღეს მედიკოსებმა, მედდებმა განსაკუთრებით. საბოლოოდ, ყველაფერი უფალზეა დამოკიდებული”, – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.
მეუფე იაკობმა ექიმები, პოლიციის მუშაკები და ჯარი დალოცა.
“ინფექციონისტები ძალიან ძლიერები გვყავს, ასევე, ნებისმიერი მიმართულებით დარტყმა მიიღეს მედიკოსებმა, მედდებმა განსაკუთრებით, ექიმებმა და, ფაქტობრივად, რა გავაკეთეთ – ბევრმა, ვისაც ეშინოდა და მარტო საკუთარ თავს უფრთხილდებოდა, ხელები შეახოცა ამ ექიმებს, ვისაც ესმოდა და გონიერი ადამიანი იყო, ისინი ითვალისწინებდნენ იმას, რომ ერთმანეთში დისტანცია დაეცვათ. საბოლოოდ, უფალზეა ყველაფერი დამოკიდებული და შეისმინა მათი გულისტკივილი. არა მარტო ექიმები მინდა, დავლოცო, არამედ პოლიციის, შსს-ს მუშაკები, ჯარი, რომლებიც ასევე თავს სწირავდნენ, როდესაც ხარ წინა ხაზზე იქ ძალიან დიდია იმის ალბათობა იმისა, ჩვენნაირი ღარიბი ქვეყნისთვის, რომ ექიმს თუ ნებისმიერს გადაედოს ეს დაავადება. ახლა მე მიკვირს, როდესაც სთხოვენ ჩვენს ჯანდაცვას იმავე ლოგისტიკას, რაც გერმანიას, ავსტრიას აქვს, ცხოვრების დონით რომ ვიყოთ, მოვთხოვდით, მაგრამ მსოფლიო შეხვდა ამას ძალიან მოუმზადებლად. წამალი რომ არ არის და ვაქცინა რომ არ არის, მარტო ერთმანეთისგან დისტანცირებაღა დარჩა”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.