“პანდემიამ უკან დაიხია და ახლა, ვითომდა, ეს გახდა აქტუალური”, – მეუფე ნიკოლოზი მამა ანდრია სარიას მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე

“პანდემიამ, ავადმყოფობამ უკან დაიხია და ახლა გამოჩნდა სხვა თემები. დღეს ეს, ვითომდა, გახდა აქტუალური”, – ასე ეხმაურება ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი მამა ანდრია სარიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ჩანაწერს.
მეუფე ნიკოლოზი ჩანაწერს “სისულელეს” უწოდებს.
„აუდიოჩანაწერებზე გინდათ, გავაკეთო კომენტარი? მე მაქვს კონტრშეკითხვა, ოღონდ შეკითხვაც არაა, რიტორიკული კითხვაა – რატომ არ გავრცელდა ეს ჩანაწერი 1 კვირის წინ, 2 კვირის წინ, ან 3 კვირის წინ, აღდგომა რომ იყო? ან 1- 2 თვის წინ? მაშინ სულ სხვა კითხვებს მისვამდით იმიტომ, რომ არ იყო აქტუალური, უფრო სხვა საკითხები იყო აქტუალური. დღეს ეს, ვითომდა, გახდა აქტუალური. რატომ? ეს არის მთავარი იმიტომ, რომ მოსალოცად გვაქვს საქმე. პანდემიამ, ავადმყოფობამ უკან დაიხია და ახლა გამოჩნდა სხვა თემები, რომლებზეც შეიძლება, ვისაუბროთ.

ეს საკითხები თუ მართალია, ე.ი. ეს ნიშნავს ქვეყნის დასასრულს. თუ ეკლესია, პატრიარქი ამაში დამნაშავეა, მაშინ მეტი აღარაფერი არსებობს. თუ ასეთი მნიშვნელოვანია, რა დროს პანდემიაა? ჯერ ეს საკითხი უნდა განხილულიყო. მათ, ვინც ამ საკითხს აყენებენ, აზრად არ მოსვლიათ თავში, რომ ადრე ეთქვათ რამე ამის შესახებ, ცოტა ხნის წინ. დამთავრდა პანდემია და ახლა ისევ გაახსენდათ. პასუხიც აქაა ყველაფერზე. სისულელის დრო არ გავქვს, ჯობს, სხვა საქმეებს მივხედოთ“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მამა ანდრია სარიამ სოციალურ ქსელში სექსუალური შევიწროების შესახებ აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. ჩანაწერის მიხედვით, შევიწროება საპატრიარქოში მოხდა.

,,სოდომის ვირუსი სულის მკვლელია პატრიარქო და მისგან თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია. კორონავირუსი სხეულს კლავს, ის კი სულის წარწყმედას უწყობს ხელს… ეს რომ შეინანოთ და ღვთისმშობელი გაახაროთ, მაგაზე ვლოცულობთ“, – დაწერა მამა ანდრია სარიამ სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები